საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2018 წლის მესამე ტურში ესპანეთი 23:10 დაამარცხა.
მატჩი “ბორჯღალოსანთა” შტურმით ლელოც დადეს, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია და მე-10 წუთზე საჯარიმო დარტყმა მათიაშვილმა გამოიყენა – 3:0.
25-ე წუთზე ესპანელები დაჯარიმდნენ. პირველი ტაიმი 9:3 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში მათიაშვილმა საჯარიმო ვერ გამოიყენა, მერე კი მსაჯმა ტექნიკური ლელო დააფიქსირა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემდეგ მატჩში კრასნოდარში რუსეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 მარტს გაიმართება.