მრავალშვილიანი დედა ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იმ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდიის დაფინანსება უნდა მოხდეს.
“მზადდება კანონიო და ოთხშვილიანი ოჯახი ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებსო და ყოველ მომდევნო ბავშვზე დამატებით 10 ლარსო. რა ამბავია 20 ლარი და მერე კიდე ათ–ათი?! სა წევიღოთ ამდენი ფული?!
თქვენ ჩამოგექცათ ცა თავზე ჯერ 20–ჯერ და მერე დეგეცათ მეხი ათ–ათჯერ. რა ხართ ეგეთი კეთილები, რა დედამ გშობათ, ჰა?” _ წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.