უზენაეს სასამართლოში როლანდ ბლადაძის საქმეზე დამასრულებელი სხდომა მიმდინარეობს.
ამ წუთებში გამოცხადდა 15 წუთიანი შესვენება. სასამართლო მზადაა, რომ მხარეებს მისცეს დამატებითი დრო საქმის მორიგების დასასრულებლად.
მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ მდგომარეობიდან გამომდინარე, საქმის მორიგებით დასრულება არის ყველაზე ღირსეული გამოსავალი და მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს როლანდ ბლადაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბლადაძეს ალტერნატიული ფართს სთავაზობს მაშინდელი საბაზრო ღირებულებით, ხოლო ბლადაძე მოითხოვს ანაზღაურება არსებული ღირებულებით მოხდეს. რის გამოც, ჯერჯერობით,
შესვენების შემდეგ გახდება ცნობილი მხარეებს შორის გადაწყვეტილების შესახებ.