საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები გაანადგურა.
“ბორჯღალოსნებმა” “დათვებს” 29-ით 9 ძლიეს.
თამაში რუსეთში მიმდინარეობდა და საკმაოდ დაძაბული იყო.
“ბორჯღალოსნებმა” განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმი ითამაშეს და მოწინააღმდეგეს ერთი ქულაც კი არ ააღებინეს.
საქართველო-რუსეთის თამაშს რაგბის მოყვარულები “ივლიტას ბიბლიოთეკაში” დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს _ “ბორჯღალოსნებს” მხარის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გულშემატკივრობდნენ.
შეგახსენებთ, რომ რაგბის ეროვნულ ნაკრებში ჩოხატაურელი მორაგბე კახა ასეიშვილი თამაშობს.
ასევე იხილეთ: https://www.facebook.com/gurianews/posts/10155703418663978