ვიოლინოს, რომელსაც “ტიტანიკის” ჩაძირვის ბოლო წამებამდე უკრავდა ორკესტრის ხელმძღვანელი უოლეს ჰარტლი აღმოჩენილია.
როდესაც 33 წლის მუსიკოსის გვამი წყლიდან ამოიყვანეს, მას მკერდზე ჰქონდა მიკრული ინსტრუმენტი. მაშინ გადაწყვიტეს რომ ვიოლინო ნათესავებისთვის გაეგზავნათ, თუმცა შემდეგ ინსტრუმენტის კვალი დაიკარგა.
და აი თითქმის ასი წლის შემდეგ ვიოლინოს კვალი კვლავ გამოჩნდა. იგი აუქციონზე იქნა გატანილი.
მისი მფლობელი აცხადებს რომ ვიოლინო მის რძალს მარია რობერტსონს აჩუქეს. ზედ წარწერაცაა “უოლესს.საქორწინოდ.მარია“.
ნამდვილია თუ არა ვიოლინო. ექსპერტიზაზე უკვე ათასობით დოლარი დაიხარჯა. თუმცა დასკვნების გამოქვეყნებას ჯერ არ ჩქარობენ.
ექსპერტებს ორი რამ აინტერესებთ: გაარკვიონ მართლა ჰარტლს მიეკუთვნებოდა თუ არა ინსტრუმენტი და მეორე; იმყოფებოდა თუ არა ვიოლინო წყალში „ტიტანიკის“ დაღუპვის შემდეგ.
მფლობელი აცხადებს რომ იგი ვიოლინოს გაყიდვას ჯერ-ჯერობით არ აპირებს. უფრო იგი ალბათ სამუზეუმო ექსპონატად იქცევა და შეემატება იმ 6 ათას საგანს, რომელიც “ტიტანიკის” ჩაძირვის შემდეგ ამოიღეს.