https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ მიიღო წინა ხელისუფლებამ “გურიას” სტადიონის დემონტაჟის გადაწყვეტილება

12:03; 12.03.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

“წლებია, რაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან სხვადასხვა პიროვნებების დადანაშაულება ხდება “გურიას” სტადიონის დაშლასთან დაკავშირებით. ამ პრესკონფერენციის მიზანიც სწორედ ისაა, რომ გავერკვეთ, რა მოხდა რეალურად”, _ ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედი ოპოზიციური ფრაქციის _ “ლანჩხუთელები ძლიერი თვითმმართველობისთვის” თავმჯდომარემ ლელა ჩახვაძემ და საკითხთან დაკავშირებით, დეტალებზე სასაუბროდ სიტყვა თანაფრაქციელებს გადაულოცა.

სოსო ჩხაიძემ, რომელიც იმ პერიოდში გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ “გურიას” სტადიონის დემონტაჟი 2012 წელს იმ მოტივით მოხდა, რომ მის ნაცვლად ახალი აშენებულიყო:

“არსებობს შესაბამისი პროექტიც, როგორი ტიპის სტადიონის გაკეთება იგეგმებოდა და საამისოდ თანხას ცენტრალური ხელისუფლება გაიღებდა. პირველ ეტაპზე 800 ათასი ლარი ჩამოირიცხა, რაც საპროექტო სამუშაოებზე, გეოლოგიურ გამოკვლევაზე, საინჟინრო-ტექნიკურ კვლევაზე, ტოპოგეოდეზიური ნახაზების შედგენასა და “გურიას” სათადარიგო სტადიონზე გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას დაიხარჯა”, _ აღნიშნა ჩხაიძემ. მისივე თქმით, სტადიონზე სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად, მაშინდელმა გამგეობამ ორჯერ გააფორმა ხელშეკრულება შპს “ოქტან-მედეასთან”, რაც შემდგომ ბევრისთვის სალაპარაკო თემა გახდა.

პრესკონფერენციაზე ჩხაიძემ სათანადო დოკუმენტაციაც წარმოადგინა. სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე, ვეცდებით, გავაანალიზოთ რეალურად რა მოხდა, რა გაკეთდა და იყო თუ არა სტადიონის დასავლეთი ტრიბუნა დასანგრევი.

დავიწყოთ იმით, რომ ახალი სტადიონის პროექტი ითვალისწინებდა მხოლოდ აღმოსავლეთის ტრიბუნის არსებული სახით დატოვებას. თავისთავად უნდა დანგრეულიყო ჩრდილოეთი ტრიბუნა, რომელიც ისედაც ავარიულ მდგომარეობაში იყო. რაც შეეხება დასავლეთის მხარეს, იქ არსებული ტრიბუნა, პროექტის თანახმად, უნდა შეცვლილიყო და უფრო პატარა ტევადობის გამხდარიყო, თავისი გადახურვით და ტრიბუნებს ქვემოთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურით.

როგორც თავშივე ითქვა, ზემოთ ხსენებული 800 ათასი ლარის სამუშაოებიდან ძირითადი შპს “ოქტან-მედეამ” შეასრულა, რომელმაც მუნიციპალიტეტის გამგეობასთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ორი ხელშეკრულება გააფორმა. პირველი ხელშეკრულება 2012 წლის 7 აგვისტოთი თარიღდება და მისი ღირებულება 240 685 ათას ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას უნდა გაეხორციელებინა სტადიონის დასავლეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნების დემონტაჟი, ასევე, მინდვრის სარწყავი სისტემისა და სატუმბი სადგურის მონტაჟი.

ამავე კომპანიასთან გაფორმებული მეორე ხელშეკრულება იმავე წლის 17 სექტემბრითაა დათარიღებული და სტადიონის კაპიტალური შეკეთების მეორე ეტაპს მოიცავს. აქ სამუშაოების ღირებულება 419 289 ლარითაა განსაზღვრული და როგორც ხელშეკრულების განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ, არსებული მონოლითური რკინა-ბეტონისა და ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟისთვის 27 579 ლარი უნდა დახარჯულიყო, ხოლო ყველაზე დიდი თანხა (308 033 ლარი) სადემონტაჟო და აღდგენით სამუშაოებს უნდა მოხმარებოდა. აქ იგულისხმება შემდეგი სამშენებლო სამუშაოები: აღმოსავლეთ ტრიბუნის ქვეშ კვანძების გაძლიერება, გამყოფი დროებითი ღობის მოწყობა, სალაროსთან, ტაბლოსა და ძველ ადმინისტრაციულ შენობასთან სიცარიელეების შევსება ლითონის ღობით და რკინა-ბეტონის საძირკვლით, ლითონის ღობის მოწყობა გარე პერიმეტრზე, ასევე შიდა ნიშნულებზე, აღმოსავლეთ ტრიბუნის ჩამონგრეული ელემენტების შეკეთება-შეღებვა, ამავე ტრიბუნის მარჯვენა და მარცხენა მოაჯირების მთელ პერიმეტრზე მონტაჟი, ლითონის სადგარების გაწმენდა, აღდგენა და შეღებვა, საჯდომებისთვის ლითონის კონსტრუქციის (“ტრუბაკვადრატების”) მონტაჟი და შეღებვა, აღმოსავლეთ ტრიბუნის იატაკის შეღებვა, სტადიონის მთელ პერიმეტრზე მოაჯირების აღდგენა და შეღებვა, სტადიონზე მწვანე საფარსა და მოაჯირს შორის არსებული მონაკვეთების ღორღით შევსება, პნევმატური მექანიზმით დატკეპვნა და გასწორება, ხელოვნური მწვანე ბალახის დაგება, განათების ანძების დამუშავება და შეღებვა, აღმოსავლეთ ტრიბუნის წინ არსებული ასფალტ-ბეტონის საფარის აყრა და აღდგენა, ტროტუარების დაგება, ძველი ადმინისტრაციული შენობის შეფუთვა ბადით და სხვა კოსმეტიკური სამუშაოები.

თუ ხელშეკრულებით ვიმსჯელებთ, შედარებით სოლიდური თანხები დაიხარჯა ღორღით ტერიტორიის შევსებაში (41 250 ლარი), განათების ანძების შეღებვაში (47 500 ლარი) და ხელოვნური მწვანე ბალახის დაგებაში (31 500 ლარი). რაც შეეხება ხელშეკრულებით ნაკისრ კიდევ 20 ათას ლარამდე თანხას, ამით აღნიშნულ ფირმას სატუმბი სადგური და ავტოსადგომი უნდა მოეწყო.

მოკლედ, შპს “ოქტან-მედეამ” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ფაქტობრივად, სრულად შეასრულა, გარდა ერთისა _ როგორც პრესკონფერენციაზე კახა ასკურავამ აღნიშნა, რომელიც იმ პერიოდში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, დემონტაჟისგან მიღებული ნარჩენები სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ობიექტიდან 500 მეტრში უნდა დაესაწყობებინა, რაც რეალურად ასე არ მოხდა.

როგორც ასკურავა ამბობს, მაშინ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩენილიყო:

“ამ ფაქტთან დაკავშირებით გამგეობაში შემოვიდა შპს “გურია 2000″-ის ხელმძღვანელის წერილი, რომლის საფუძველზე დავიბარე ამ ფირმის წარმომადგენელი (გვარი არ მახსოვს) და მოვთხოვე, უკანონოდ გატანილი მასალა დაებრუნებინა ადგილზე. მან განმიცხადა, რომ ეს მისი ქონება იყო და სადაც უნდოდა, იქ წაიღებდა, მით უმეტეს, რომ ყველაფერი გარკვეული ჰქონდა ამ მხრივ როგორც ძველ, ისე ახალ ხელისუფლებასთან. ამის შემდეგ, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსთან ერთად მომზადდა ოფიციალური წერილი და ფაქტის შესახებ პროკურატურას მივმართეთ”, _ ამბობს ასკურავა.

ის, რომ “გურია 2000”-ის ხელმძღვანელის წერილის შემდგომ გამგეობამ წერილობით ჩააყენა საქმის კურსში პროკურატურა, “გურია ნიუსთან” საუბარში ადასტურებს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი შოთა ჩაგუნავა, რომელიც ასკურავას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც იგივე მოვალეობას ასრულებდა. ჩაგუნავას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებაც მიმდინარეობდა.

პრესკონფერენციაზე სტადიონის კონსტრუქციული კვლევის დასკვნაც წარმოგვიდგინეს, რომელიც 2012 წლის 25 ივნისით თარიღდება და მას ხელს ვინმე თ. ლაზარიაშვილი აწერს. დასკვნაში ვრცლადაა ასახული დასავლეთ ტრიბუნის იმდროინდელი მდგომარეობა, დადებითი და უარყოფითი მხარეები. არადა, დღემდე ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ტრიბუნა არ იყო დასანგრევი და მცირედ შეკეთებას მოითხოვდა მხოლოდ. ზოგიერთებს ისიც აეჭვებთ, რომ ხომ არ მოხდა ამ კონსტრუქციის დანგრევა საკმაოდ დიდი ოდენობის ჯართის მითვისების სანაცვლოდ.

დასკვნაში საუბარია საკმაოდ მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს თავის დროზე ნაჩქარევად აშენებული ობიექტის ხარისხს _ აქ ვკითხულობთ, რომ “ჩასხმული ბეტონის ცუდი ხარისხის გამო, რკინა-ბეტონის კონსტრუქციას არ აქვს სათანადო სიმკვრივე, მთლიანად ეროზირებულია გარე ზედაპირები, მუშა არმატურები კოროზირებულია, გრძივი შემკრავი რ/ბ რიგელების პილონებთან შეერთების კვანძები არაა სათანადოდ მოწყობილი, გრძივი შემკრებები რამდენიმე ადგილას შეღუნულია, სუსტად გამოიყურება ლითონის სვეტებისა და შემკრავების შეერთების კვანძები, ცუდადაა დამონტაჟებული ანაკრეფი რ/ბ ფილების ჩარჩოს რიგელებზე და ა.შ.”

დასკვნაში წერია, რომ ნაგებობის მდგრადობის საერთო სურათის შეჯამებისას, ნაგებობა იმყოფება არასაკმარისი მდგრადობის პირობებში და საჭიროებს გაძლიერებითი ღონისძიებების ჩატარებას.

ამ დასკვნიდან გამომდინარე, ჩანს, რომ აღნიშნული ტრიბუნის შეკეთებაც იყო შესაძლებელი და ამიტომ ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ რატომ დაინგრა დასავლეთის ტრიბუნა. ამ საკითხზე სოსო ჩხაიძე გვპასუხობს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აღდგენითი სამუშაოების ნაცვლად ახლის აშენება არჩია:  “რადგან არ არსებობდა “გურიას” სტადიონის პროექტი, ვინაიდან თავის დროზე “გურიას” სტადიონი ფორსმაჟორულ ვითარებაში აშენდა, “თბილქალაქპროექტმა” გადაწყვიტა ხელახლა დაეწყო სტადიონის გეოლოგიური კვლევებისა და კონსტრუქციების ხარისხიანობის შესწავლა, რისთვისაც მოწვეული იყვნენ შესაბამისი სპეციალისტები, რომლებმაც დადეს დასკვნა. რაც შეეხება დასავლეთი ტრიბუნის აღდგენას, მას ესაჭიროებოდა დამატებითი რკინის კონსტრუქციებით გამაგრება, მაგრამ ვინაიდან ტრიბუნის ქვემოთ, პროექტის თანახმად, უნდა გაკეთებულიყო გასახდელები, საშხაპეები, სამსაჯო ოთახები, საპრესკონფერენციო დარბაზი და სხვა ინფრასტრუქტურა, ეს კონსტრუქციები კი, ბუნებრივია, ხელს შეუშლიდა ამ ყველაფერს, გადაწყდა ძველის დაშლა და ახალი, რკინის კონსტრუქციის ტრიბუნის აშენება. ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია და რატომ გვბრალდება ამ ტრიბუნის დაშლა, გაუგებარია”, _ ამბობს ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი უფროსი.

კახა ასკურავას თქმით, გარდა იმისა, რომ არსებობდა შესაბამისი დასკვნა ნაგებობის არამდგრადობასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული იყო რომ “გურიას” სტადიონი უეფას სტანდარტებში ჩამჯდარიყო:

“ეს სტადიონი უნდა გადაკეთებულიყო უეფას სტანდარტების შესაბამისად, რაც ნაცვლად 30 ათასისა, გათვლილი იქნებოდა რვა ათას გულშემატკივარზე და რომც არ ყოფილიყო იქ კოროზიული პროცესები დაწყებული, მისი რეკონსტრუქცია ნებისმიერ შემთხვევაში მოხდებოდა. ეს სტადიონი ისე არ დაშლილა, როგორც დღეს ბევრი ამას ამბობს _ თითქოს ყოფილ გამგებელს მოუნდა და დაშალა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში “გურიას” ახალი სტადიონის მშენებლობა 2013 წლის ბოლოსთვის უნდა დამთავრებულიყო, ინფრასტრუქტურის სამინისტროში საამისოდ სამ მილიონნახევარი ლარიც იყო გამოყოფილი. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პრიორიტეტები შეიცვალა და ამ თანხას ლობირება სჭირდებოდა. დანამდვილებით ვიცი, რომ ყოფილმა გამგებელმა, გია გოგუაძემ თავის დროზე დაურეკა მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ ჩხაიძეს და სთხოვა, მისულიყო ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ამ საკითხისთვის ყურადღება მიექცია. როგორც ჩანს, ასე არ მოხდა და ეს თანხა შემდეგ წყალტუბომ წაიღო, სადაც ახალი სტადიონი გაკეთდა კიდეც”, _ ამბობს ასკურავა.

თუმცა, ამ საკითხზე გოგუაძესთან სატელეფონო კომუნიკაციას არ ადასტურებს ექსმაჟორიტარი თემურ ჩხაიძე:

“ტყუილია! გოგუაძეს არ დაურეკავს ჩემთვის და არც რამე საუბარი მქონია მასთან. რა უნდა ეთქვა? რაღაც შეალამაზეს ვითომ და სამარცხვინო ღონისძიება გამართეს სტადიონზე”, _ გვითხრა ჩხაიძემ, რომელთანაც იმის გარკვევაც ვცადეთ, დაინტერესდა თუ არა ის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი და როგორც ყოფილი ფეხბურთელი, “გურიას” სტადიონზე შექმნილი მდგომარეობით და შეეცადა თუ არა არსებული მდგომარეობის გამოსწორებას. თუმცა, ყოფილმა დეპუტატმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ქსკ “ლანჩხუთის” მეკარე თათია გაბუნია სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

20:21; 27 დეკემბერი, 2025
სპორტი

სამტრედიელი მერი არაბიძე ,,მაიას თასი 2025″-ის გამარჯვებულია

09:46; 18 დეკემბერი, 2025
სპორტი

განადგურებული მოედანი და გაბრაზებული ფანები – რა მოხდა სტადიონზე, სადაც მესი დაგეგმილზე ნაკლები დროით გამოჩნდა

11:40; 14 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025

18 000 ლარის ოდენობის ყალბი კუპიურა _ შსს-მ ერთი პირი დააკავა

გამოკითხვა: აქვს თუ არა რაიმე გამართლება მამაკაცის მხრიდან ქალზე ძალადობას?

ყველა სიახლე

საზოგადოება

დღეიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ

14:50; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალება

14:16; 1.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

13:14; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს

12:39; 1.01.2026
სამართალი

მძღოლები დღეიდან ამ დარღვევის გამო 100 ლარით დაჯარიმდებიან

10:48; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა    

10:44; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას   

10:42; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ გაჩნდა ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

10:38; 1.01.2026
ზაფრანი

საქართველოს კუთხეების საახალწლო რიტუალები

10:36; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული საახალწლო ტრადიციები

10:31; 1.01.2026
საზოგადოება

ალიკაპის გარეშე გასეირნება – ₾150, მიტოვება – ₾5 000 _ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი ამოქმედდა

10:30; 1.01.2026
საზოგადოება

 ახალი წელი ყველაზე კეთილი დღესასწაულია _ კახა კალაძე

10:18; 1.01.2026
საზოგადოება

ილია მეორე – იმედით უნდა ვიყოთ

0:12; 1.01.2026
სამართალი

დაჭრილი კაცი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა

21:30; 31.12.2025
საზოგადოება

რამდენმა პირმა მიიღო საარსებო შემწეობა დეკემბერში

21:20; 31.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო