დღეს, „გურიამ“, ლანჩხუთში, „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ლიგა პრო 3-ის გათამაშების მეორე შეხვედრა გამართა ტყიბულის „მეშახტესთან“.
„გურიამ“ სტუმართა წინააღმდეგობა პირველივე ტაიმში დაძლია და ანგარიში შეხვედრის 31 წუთზე გიორგი გურეშიძის გოლით გახსნა. მეორედ ბექა ზაქრაძემ იხეირა და 37 წუთზე მეორე გოლიც იხილა გულშემატკივარმა სტუმართა კარში. მესამე გოლი სტუმართა კარში თამაშის მეორმოცე წუთზე გავიდა, ნიკა წერეთლის ავტორობით და საბოლოო შედეგიც _ 3:0 დაფიქსირდა „გურიას“ სასარგებლოდ.
ცნობისთვის, ეს „გურია“-„მეშახტის“ რიგით 22-ე დაპირისპირება იყო, აქედან 14 მატჩი გურულებმა მოიგეს, ოთხი ფრედ დასრულდა, ოთხი კი „მეშახტის“ გამარჯვებით.
„გურიამ“ ლიგა პრო 3-ის პირველი შეხვედრა გასულ ხუთშაბათს გამართა საკუთარ არენაზე და წყალტუბოს „სამგურალ-2“ სძლია _ 2:0. სეზონის მორიგი შეხვედრა „გურიას“ 17 მარტს სტუმრად, ზუგდიდში აქვს გასამართი.