ახალ ზელანდიაში, ძაღლები სახელად მონტი, ჯინი და პორტერი პირველი ძაღლი-მძღოლები გახდნენ მსოფლიოში და საერთოდ ისტორიაში.
ძაღლები ცხოვრობენ სპეციალურ თავშესაფარში, რომელიც საგანგებო დახმარების სამსახურს ეკუთვნის.
ძაღლებს 2 თვე დასჭირდათ იმისთვის, რომ აეთვისებინათ მართვის ძირითადი პროცესები. მათ გასაოცრად შეუძლიათ საჭის ტრიალი, სიჩქარეების კოლოფის გადართვა.
რა თქმა უნდა მართვის დროს ძაღლებს მწვრთნელი-მასწავლებლები დაყვებიან, თუმცა მათ დამრიგებელს ქრისტინა კალინს იმედი აქვს, რომ მოვა ის დღეც, როცა ხელებდაკრეფილები შეხედავენ ძაღლების მიერ მანქანის მართვის პროცესს.