პირი, რომელიც საფრანგეთში, მარკეტ ტრებესში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, სამართალდამცავებმა მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას FRANCE 24 საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მარკეტზე გახორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
თავდამსხმელი პარიზში, 2015 წელს მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის გათავისუფლებას მოითხოვდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარი შესაძლოა ტერორისტული თავდასხმა იყოს.
შეგახსენებთ, რომ პარიზში, 2015 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გახორციელებული ტერაქტის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა.