ამ ფესტივალს ამჟამად ეწოდება ტალახის ფესტივალი.
იგი დანიაში ყოველწლიურად ივლისის დასაწყისში იმართება.
რამდენიმე წლის განმავლობაში როკ მუსიკის ფესტივალი იმართებოდა წვიმაში, რის შემდეგაც ყველა ერთად მხიარულობდა და ერთმანეთს ტალახს ესროდა.
რამდენიმე ასეთი კონცერტის შემდეგ როკის მოყვარულებმა კარვებში გადაინაცვლეს, თუმცა კონცერტის დასრულების შემდეგ ყველა კვლავ გარეთ გამოდიოდა, სველდებოდა და ტალახის სროლის “ტრადიციას” აგრძელებდა.