ინგლისის ქალაქ მელდონში ტრადიციული ტალახიანი მარათონი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 200-მდე ადამიანმა მიიღო.
მარათონის დროს ისინი ერთმანეთს ტალახიანი მდინარის გადალახვაში ეჯიბრებიან.
ამჯერად მონაწილეები სხვადასხვა სასაცილო კოსტიუმებში გამოწყობილები გამოჩდნენ.
ტალახიანი მარათონი ერთგვარი საქველმოქმედო აქციაცაა. მასზე დასასწრები ბილეთი 1 ფუნტი ღირს, ხოლო შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებში ირიცხება.