სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებს.
„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით, ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება”, – აღნიშნა პრემიერმა.