საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგი გამართა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პოსტი განცხადების საფუძელზე დატოვა. ალავიძეს კერძო სექტორში დაბრუნება სურს.
ზურაბ ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.
რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე 2012 წლის პირველი ნოემბრიდან მუშაობს.
მანამდე მთავრობაში ცვლილებების, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციაზე ჟურნალისტების შეკითხვას გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა. პრემიერმა თქვა, რომ არსად მიდის. პასუხი მთავრობის ხელმძღვანელის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ბოლო საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში 2017 წელს განხორციელდა. 12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ, დაგეგმილი იყო სამთავრობო ცვლილებები.
განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა თსუ-ის პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა. განათლების სამინისტროს კი შეუერთდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა კომპონენტი.