როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, გუშინ, ქალაქ ოზურგეთში, სუპერმარკეტ “ჩემი მარკეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამმა მამაკაცმა ავტობუსის მძღოლი სცემა.
“ნამდვილად არ დამავიწყდება ის, რაც გუშინ ოზურგეთში მოხდა. ერთ-ერთ ავტობუსის მძღოლი უმოწყალოდ სცემა ჯერ ორმა მამაკაცმა და მერე დაემატა კიდევ ერთი. ისეთ ამბავი იყო ხალხმა ძვლის გამოართვა ხელიდან კაცი. ყველანი სახტად დარჩა, არავინ ელოდა ასეთ სანახაობას. ადგილზე მოვიდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები“, _ გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
შსს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლით.