https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არჩილ კაიკაციშვილი: “სითი ინსტიტუტი”, პოლიტიკოსებთან ერთად, შანტაჟით ცდილობს, კალაძე აიძულოს მიიღოს გენგეგმა”

18:04; 1.04.2018
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიიღებს თუ არა თბილისის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ დოკუმენტს, უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი. საკითხზე დისკუსია პოლიტიკური ბრძოლის და საზოგადოების თვალში ქულების ჩაწერის პროცესადაც გადაიქცა. თბილისის მგგ-ის კვლევის ავტორი ერთადერთი ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” გასულ კვირას დოკუმენტის განხილვების თაობაზე, “გურია ნიუსთან” ექსკლუზიურ შეფასებებს აკეთებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ “სითი ინსტიტუტი საქართველო” პოლიტიკოსების გამოყენებით, დოკუმენტის მისაღებად კახი კალაძეს აშანტაჟებს. რატომ მიაჩნია დოკუმენტი კორუფციულად, რა სურთ საკითხიდან პოლიტიკოსებს, ვინ აგებს პასუხს გენგეგმის კვალიფიციურობაზე, რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობს შემსრულებელ ორგანიზაციასთან მომსახურების ხელშეკრულების შესაწყვეტად, შეგიძლიათ გაეცნოთ ექსკლუზიურ ინტერვიუს არჩილ კაიკაციშვილთან.

_ ბატონო არჩილ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების მიღებაზე დისკუსიები არ წყდ

ება. დოკუმენტი ხმაურისა და დაპირისპირების საგანი გახდა თბილისის მერიის მიერ მოწყობილ შეხვედრაზეც, სადაც სიტყვით თქვენც გამოხვედით. ვითარება ასეთია – მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მიუღებელია თბილისის მოქმედი მთავრობისთვის. თქვენი მოლოდინები როგორია, შეწყდება თუ არა მომსახურების ხელშეკრულება დოკუმენტის შემსრულებელ ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“?

_ ვითარება, რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ საპროექტო წინადადების მიღებაზეა შექმნილი, მას არავითარი კავშირი არ აქვს ჯანსაღ დისკუსიასთან და სპეციალისტების იმ საჭირო აზრის მოსმენასთან, რომელთა შეხედულებებიც, ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ორგანიზაცია უკვე ერთი წელია საფუძვლიანად ჩახედულია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროცესში – ტენდერის გამოცხადებიდან წარმოდგენილ დოკუმენტამდე. ჩვენ მოვამზადეთ შესაბამისი კვლევა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოვადგინეთ რეკომენდაციები, რომელსაც  იცნობს ყველა, ვინც რაიმე ფორმით შემხებლობაშია გენგეგმის საკითხებთან, იქნება ეს მთავრობა, პარლამენტი, თბილისის მერია თუ “სითი ინსტიტუტი – საქართველო“. შესაბამისად, საკითხის სამართლებრივმა ანალიზმა მოგვცა სრული დასაბუთება და არგუმენტები იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი, არათუ “თანხმობის დოკუმენტია“, არამედ სახეზეა “კორუფციული დოკუმენტი“. თანხმობის დოკუმენტი არ არის იმიტომ, რომ შემსრულებელი ჯგუფის მიერ საპროექტო წინადადება წარმოდგენილ იქნა ურბანული, ინფრასტრუქტურული განვითარების საწინააღმდეგოდ, თვითნებურად შეცვლილი ზონირების სისტემის შემოთავაზებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია მესაკუთრეთა უფლებების მოსალოდნელი დარღვევის ფაქტებთან და შექმნილი დოკუმენტი ეფუძნება ხედვებს და პრინციპებს, არ ეფუძნება გადაჭრის გზებს და შედეგების ანალიზს. იგი “კორუფცული დოკუმენტია” იმიტომ, რომ ტენდერი ჩატარდა წინასწარ განსაზღვრული, კონკურსში გამარჯვებისთვის შექმნილი ჯგუფისთვის, უპირატესობა უკანონოდ მიენიჭა გამოუცდელ, კონკურსის გამოცხადებამდე, 41 დღით ადრე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. განახლებული საპროექტო წინადადების მომზადება შეფასდა 2 მლნ 800 ათას ლარად, მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა პირობებით, როდესაც სახელმწიფომ თბილისის მერიის სახით, არ დაიტოვა უფლება, შემსრულებელი კომპანიისთვის მოეთხოვა გადახდილი თანხის მიზნობრიობის დასაბუთება და წარმოდგენა, დღემდე საზოგადოებისთვის უცნობია, სად, რა სამუშაოებისთვის და ვის მიმართ დაიხარჯა გადახდილი 2 მლნ ლარი, ხოლო როდესაც ამ კითხვას ჩვენ ვსვამთ, შემსრულებელი ორგანიზაციის სპიკერი, მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ ანგარიშვალდებული არ არის თანხის განაწილების და ხარჯვის ნაწილში, საზოგადოების წინაშე ღია იყოს. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული მტკიცება იმის შესახებ, რომ თბილისის მერიისა და ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი_ საქართველოს” პასუხისმგებელ პირებს შორის, თავის დროზე, მოხდა ფარული გარიგებები, შეთანხმებები, ამ საკითხით კი, ნორმალური ქვეყნის გამოძიება, ნამდვილად უნდა დაინტერესდეს. გათვლა ასეთი იყო – პასუხი არ მოეკითხებოდათ, რამდენიმე კრიტიკულ აზრს აიტანდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი, როგორც ჩვენს სინამდვილეში ხდება ყოველთვის, მოირგებდნენ დაზარალებულის, დაჩაგრულის, წამებულის სახელს, მოკავშირეებად გაიხდიდნენ სახელგატეხილ პოლიტიკოსებს და ამ ფორმით, ასევე დისკრედიტაციას გაუკეთებდნენ კახი კალაძის გუნდის საჯარო შენიშვნებს, რაც მათ, უნდა ვაღიაროთ, რომ ახლა წარმატებით გამოუვიდათ.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემსრულებელი ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველო” და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ერთობლივი გამოსვლები საგნობრივ დისკუსიას ცდება და ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ?

_ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების დოკუმენტის განხილვა პოლიტიკური აქცენტებით არ შეიძლება. მასზე უნდა ისაუბრონ სპეციალისტებმა – ურბანისტებმა, არქიტექტორებმა, ბუნების დამცველებმა, ეკონომისტებმა, ფინანსისტებმა, იურისტებმა, ხოლო ყველაზე ბოლოს პოლიტიკოსებმა. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ყველაფერი პირიქით იყო. საუბრობდნენ პოლიტიკოსები და მათი პრეტენზიები იყო თბილისის მთავრობის წინა ადმინისტრაციის შეცდომებსა თუ სავარაუდოდ, დანაშაულებრივ ქმედებებზე კახი კალაძისგან სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების მოთხოვნა. აღნიშნულ შეხვედრაზე სიტყვით და კითხვით გამოდიოდნენ მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრები, როგორც პარლამენტიდან, ასევე თბილისის საკრებულოდან, რაც ცალსახად შეხვედრის არასწორი მენეჯმენტის შედეგი იყო. ჩვენ არ ვამბობთ, რომ პოლიტიკოსს ან მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ შეიძლება გააჩნდეს კითხვები, მაგრამ გამოსვლის პათოსით, შეუძლებელია დადგინდეს, ნამდვილად ხარვეზიანია წარმოდგენილი დოკუმენტი თუ კახი კალაძეს ნამდვილად არ სურს წინამორბედის შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება. ჩემი აზრით, კახი კალაძეს არც წინა ადმინისტრაციის დროს ჩადენილ შეცდომებზე და სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე სურს პასუხისმგებლობის აღება და წარმოდგენილი დოკუმენტიც იმდენად უხარისხოა, რომ მისი მიღება ქალაქში დამატებით სოციალურ მღელვარებასა და პარალიზებას გამოიწვევს. გვესმის რიტორიკა, თუკი აღნიშნულ თბილისის მგგ–ს არ მივიღებთ, ქალაქის პარალიზება გარდუვალია. ეს არის ჩვეულებრივი დემაგოგია და პოლიტიკური სპეკულაცია. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ თბილისის მგგ–ის არსებული დოკუმენტის მიღების შემთხვევაშიც კი, არ არსებობს დოკუმენტი, რომელშიც შევაფასებდით დინამიკას, თუ რა ეტაპებისგან იქნებოდა თბილისის მგგ–ით განსაზღვრული საკითხების შესრულება და საერთოდ არ არსებობს დოკუმენტის აღსრულების ფინანსური მხარე. მიგვაჩნია, რომ მილიარდებია საჭირო თბილისის მგგ–ით შემოთავაზებული საკითხების მოგვარებისთვის, რომლის შესაძლებლობა, არც თბილისის ბიუჯეტს გააჩნია და არც ქვეყნის ბიუჯეტს. იქნებ ვკითხოთ პოლიტიკოსებს, საიდან ეს ფული?! ვკითხოთ მათ, რომელმა წაიკითხა გაანხლებული საპროექტო წინადადება, თუნდაც რომელი გაეცნო საკითხზე მომზადებულ ერთადერთ კვლევას, რაც “ახალგაზრდა ადვოკატებმა” გამოაქვეყნეს. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენთვის მედიასივრცე დახურულია და თბილისის მგგ–ის საკითხებზე საუბრობენ დილეტანტები და შემსრულებლები, რომელთა პროფესიულ სინდისზეა თანამედროვე თბილისი და თანამედროვე მცხეთა. შესაბამისად, ვიდრე თბილისის მერია თავის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს წარმოადგენდა, ჩვენ მათზე დიდი ხანია გვქონდა საზოგადოებრივი დისკუსია დაწყებული. ამიტომაც, კახი კალაძის აქცენტები დოკუმენტის მიუღებლობასთან დაკავშირებით, სამართლებრივადაა არგუმენტირებული, რასაც რთულია, არ დაეთანხმო. ჩვენ არ ვეთანხმებით მას იმაში, რომ სახეზეა “სითი ინსტიტუტი _ საქართველოსთან” მომსახურების ხელშეკრულების გაწყვეტის იურიდიული საფუძვლები და ნამდვილად საჭირო აღარ არის საკითხი პოლიტიკური მანიპულაციების საგნად გადაქცეულიყო. ამასთან, არასერიოზულად მომეჩვენა თბილისის მერიის წარმომადგენლების საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოცხადება, სადაც “სითი ინსტიტუტმა – საქართველომ” კახი კალაძის კონტრ–შეხვედრა დაგეგმა. შიშს დიდი თვალები აქვს, “სითი ინსტიტუტი – საქართველომ” ყველა მიიწვია ამ შეხვედრაზე, მოკავშირე პოლიტიკოსებიდან დაწყებული თავისი აქტივით დამთავრებული, ჩვენი გუნდის რომელიმე წევრის გარდა, ვინაიდან ბატონი ბოლქვაძე და ბატონი სალუქვაძე, თბილისის მგგ–ზე პირისპირ დისკუსიას პირადად ჩემთან ვერ გაბედავს და შეძლებს. მათ სჭირდებათ ისეთი აუდიტორია, სადაც საუბარი არ იქნება კორუფციულ გარიგებებზე, სადაც არავინ დასვამს დახარჯული მილიონების დაბრუნებაზე კითხვას, სადაც არავინ შეახსენებს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას, სადაც პასუხსს არავინ მოსთხოვს სინამდვილის სიყალბედ ქცევის მცდელობაზე და ა.შ. და ა.შ.

შესაბამისად, მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტის მიღება იქნება ფარული გარიგებებისა და ჩადენილი სავარაუდო კორუფციული გარიგებების ლეგიტიმაცია, რომელიც წესით, არ უნდა შედიოდეს კახი კალაძის პოლიტიკურ, სამართლებრივ თუ საზოგადოებრივ ინტერესებში. ამ საკითხში, ჩვენ მხარს ვუჭერთ სიმართლეს და სინამდვილეს და თუკი თბილისის მგგ–ის შეფასების ნაწილში, რომელი ჯგუფის, პარტიის, პოლიტიკოსისა და მოქალაქის პოზიცია იქნება ჩვენი ორგანიზაციის გუნდის შეხედულებების თანმხვედრი, ეს ხელს შეუწყობს საზოგადოების ინტერესების დაცვას. ფაქტია, დღეს კახი კალაძე აღნიშნული სახელგატეხილი პოლიტიკოსების გავლენის ქვეშაა. “სითი ინსტიტუტი – საქართველოც” მათი გამოყენებით, შანტაჟირების გზით ცდილობს თბილისის მთავრობისა და თბილისის საკრებულოს იძულებას დოკუმენტის მიღებაზე. დაუშვებელია, დემაგოგიით, ხალხის დაბეჩავების მიზანი გამოძრავებდეს. ცხადია, ამიტომაც არსებობს ხალხის საკადრისი პასუხიც უმრავლესობასა და უმცირესობაზე, “მუდმივობის თეორიის” გათვალისწინებაც ურიგო არ იქნებოდა ამ შემთხვევაშიც.

_ რა სამართლებრივი წინაპირობები არსებობს იმისთვის, რომ თბილისის მერიამ “სითი ინსტიტუტი საქართველოსთან” 2015 წლის ოქტომბერში გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება გაწყვიტოს?

თბილისის მერიასა და შემსრულებელ ორგანიზაციას შორის თბილისის მგგ–ის მომზადებაზე შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდო გამარტივებული წესით, ვინაიდან დოკუმენტის წარმოდგენა მომხდარიყო გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, დროის მოკლე პერიოდში, 23 თვის განმავლობაში. ხელშეკრულების თანახმად, შემოწმებისას პირველად გამოვლენილი ნაკლისთვის, მიმწოდებელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუმცა იგივე ფაქტის განმეორებით ან მესამედ იგივე შემთხვევისთვის, გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს “შემსრულებელი” ორგანიზაციის ხელშეკრულების ღირებულების 5%-ით დაჯარიმებას და ასევე, ცალმხრივად ხელშეკრულების მოშლას. დადგენილია, რომ “შემსრულებელი” ორგანიზაცია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობით დამდგარი გარემოებიდან გამომდინარე, დაჯარიმდა ოთხჯერ. კერძოდ, სამჯერ ობიექტის ხარისხის შეუსაბამობაზე ხელშეკრულებასთან, რომელიც ზედიზედ ორჯერ ვერ აღმოიფხვრა 5 600 ლარით, ხოლო ერთხელ შეუსაბამობის ზედიზედ სამჯერ აღმოუფხვრელობისთვის – 140 000 ლარით. ჯამში, ჯარიმების ოდენობამ შეადგინა 156 800 ლარი. მომსახურების ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეოთხე ეტაპზე, როდესაც “შემსრულებელს” დაეკისრა 140 000 ლარი ჯარიმის სახით, რაც ხელშეკრულების ღირებულების 5%-ია, დადგა ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის გარემოება, თუმცა თბილისის მერიამ, როგორც “შემსყიდველმა“, მოცემულ გარემოებაზე, არ მოახდინა სწორი სამართლებრივი რეაგირება. ამასთან, როდესაც ჯარიმების საერთო რაოდენობამ გადააჭარბა გარიგების ღირებულების 4%-ს (112 000 ლარს), ხელშეკრულების მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” და “ე” ქვეპუნქტის თანახმად, დადგა გარემოება ხელშეკრულების მოშლის, თუმცა არც მოცემული შემთხვევას დაუთმო მერიამ ყურადღება. ამდენად, სახეზეა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, ვინაიდან ფაქტია, რომ “შემსრულებელი” ორგანიზაცია 4-ჯერ იქნა დაჯარიმებული, რაც თავის მხრივ უთითებს იმ ფაქტზე, რომ ხელშეკრულების შესრულებისას გამოვლენილ იქნა მნიშვნელოვანი ნაკლი. საზოგადოების ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ ჯარიმები დაკისრებულია არა ვადა გადაცილების, არამედ ნაკლოვანი ნივთის წარდგენის და შემდგომ მისი ვერ გამოსწორების საფუძვლით. შესაბამისად, მოცემული გარემოებების ერთობლიობა სრულ საფუძვლებს ადგენს, რათა ვადაზე ადრე შეწყვეტილიყო ხელშეკრულება. ჩემი გამოსვლა და კითხვაც მერიის შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა, რაზედაც მერის მოადგილე ილია ელოშვილმა თქვა, რომ მოსალოდნელი იყო ასეთი კითხვის დასმა, მაგრამ თითქოსდა იმ შეხვედრაზე სხვა საკითხები განიხილებოდა და კითხვებს პასუხი არ გასცა, არადა რა შეკითხვის მოლოდინი გააჩნდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, გაუგებარი დარჩა. ჩვენ ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, წარდგენილი გვაქვს სარჩელიც და ველოდებით პროცესუალური საკითხების  გავლის შემდეგ, საკითხის არსებით განხილვას. იმ შემთხვევაში, თუკი თბილისის მერია შემსრულებელ ორგანიზაციასთან (და არა კომპანიასთან, როგორც ამას ჟურნალისტები ხშირად აღნიშნავენ. შესმრულებელი ორგანიზაცია ა(ა)იპ–ია და არავითარი პასუსუხისმგებლობა არ მოეთხოვება შეუსრულებელი სამუშაოებისთვის) არ გაწყვეტს ხელშეკრულებას, დავა გაგრძელდება სასამართლო წესით. ჩვენს ყველა მოქმედებას და პოზიციას აქვს პრინციპული დამოკიდებულება და “სახალხო სასამართლოსი” რა მოგახსენოთ, რომელზედაც აპელირებდნენ ჩვენი პოლიტიკოსები, საზოგადოებას და ამ პოლიტიკოსებსაც ნამდვილად სასამართლოზე მოვიწვევთ, სადაც მართლმსაჯულება თბილისის მერიას და “სითი ინსტიტუტ – საქართველოს“, ერთად განსჯის.

_ მას შემდეგ, რაც “ახალგაზრდა ადვოკატებმა” კრიტიკული პოზიცია დაიჭირეს თბილისის მგგ–ის მომზადებული დოკუმენტის შეფასებისას, ითქვა, რომ ორგანიზაცია გამოხატავდა ე.წ. ელიავას ბაზრობის მესაკუთრეთა ინტერესებს, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით კი, სწორედაც ე.წ. ელიავას ბაზრობის გადატანა იგეგმება. რას უპასუხებდით ბრალდებებს?

როდესაც ვერავინ ბედავს ორგანიზაციის მიერ 2017 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევაში მოტანილი ფაქტებისა და ანალიზის მიმართ საწინააღმდეგო არგუმენტების წარმოდგენას, როდესაც პირველებმა ვთქვით, რომ შექმნილი დოკუმენტი იყო და არის კორუფციული გარიგებების შედეგი, ამაზე მოვიტანეთ სამართლებრივი დასაბუთება და მოვლენების განვითარების შესაბამისი შეფასება, უფრო სერიოზულ “ბრალდებაზე” საპასუხოდაც მზად ვართ. ჩვენი გუნდი პროფესიულ წრეებში არ ასოცირდება სამარცხვინო ფარულ გარიგებებთან და ჩვენ რასაც ვამბობთ და ვაკეთებთ, ყველაფერი ეკუთვნის საზოგადოებას, არ ვმოქმედებთ რომელიმე დონორი ორგანიზაციის გრანტის ფარგლებში და არ ვართ ანგარიშვალდებული მათ ინტერესებზე. კვლევის მომზადების პროცესში, ჩვენ შევხდით მათ შორის ე.წ. ელიავას ბაზრის მესაკუთრეებს და მოვისმინეთ მათი არგუმენტები. ე.წ. ელიავას ბაზარი, ვინმეს მოწონების მიუხედავად, დღეს თბილისის ეკონომიკის ძრავია და ეკონომიკასთან ერთად, ჩვენი ინტერესები ეხება მესაკუთრეთა უფლებების სრულფასოვან დაცვას. ამიტომაც, თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობის წარმომადგენლების ინტერესებს ახორციელებს ორგანიზაცია, ცალსახად არასწორია; თუმცა, თუკი ე.წ. ელიავას ბაზრობის ან თბილისის მგგ–ით რომელიმე ობიექტის ადგილმონაცვლეობის საკითხი დღის წესრიგში დადგება, ჩვენი ორგანიზაცია მზად არის მოახდინოს ადვოკატირება, წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და ჩაერთოს სახელმწიფოსთან თანასწორუფლებიან დიალოგში, რათა დაცული იქნეს ბიზნესის და მესაკუთრეთა ინტერესები. არ მესმის, რატომ უნდა იყოს აღნიშნული ე.წ. “შეთქმულების თეორიების” საგანი. ჩვენი პროფესიული მოვალეობები ადამიანის უფლებების დაცვაა და არა ფარული გარიგებებით, არაკეთილსინდისიერი და არაპატიოსანი გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფულის შოვნა, უძრავი და მოძრავი სიმდიდრის შეძენა, შემდეგ გადამალვა და ხელების ფშვნეტვა, რომ ყველაფერი უნდა შეგრჩეს. ჩვენ გვაქვს ამ ადამიანებისგან განსხვავებული ღირებულებები და ფასეულობები. ამიტომაც, არათუ ე.წ. ელიავას ბაზრობის მესაკუთრეებს დავიცავთ, არამედ სახელმწიფოს არასწორი ქმედებების შემთხვევაში, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უნდა დაფიქრდეს, რომ გზა სტრასბურგამდეც მიდის და ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ ასეთი პროფესია. მჯერა, ყველაფერს გაეცემა საკადრისი პასუხი. ჩვენ ღია ვართ, დაფარული და დამალული არც ერთი საქმე და აქტივობა არ გვაქვს.

“გურია ნიუსი” აგრძელებს თემაზე მუშაობას და ვეცდებით, ინტერვიუში გამოთქმულ ბრალდებებზე მეორე მხარის პასუხებიც მოგაწოდოთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე – თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება

14:10; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

რომან გოცირიძე – კობახიძის მოწოდება არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია

13:01; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს…” – გია გაჩეჩილაძე

10:15; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მომსახურების ცენტრს ირაკლი გაბედავა უხელმძღვანელებს

18:06; 23 დეკემბერი, 2025

გაურკვევლობა შენობის ირგვლივ, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია

სექსუალური შევიწროვება და გარყვნილი ქმედება - მწვრთნელმა დანაშაული აღიარა

ყველა სიახლე

ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025
ფინანსები

შექმენი პირველი შეთავაზება Ads მენეჯერში – საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს

16:04; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

14:37; 24.12.2025
პოლიტიკა

ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე – თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება

14:10; 24.12.2025
საზოგადოება

„ჟამი კითხულისა“ _ შემოქმედის ბიბლიოთეკაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა

14:04; 24.12.2025
პოლიტიკა

რომან გოცირიძე – კობახიძის მოწოდება არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია

13:01; 24.12.2025
მსოფლიო

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

12:56; 24.12.2025
საზოგადოება

“დაგვიობლდა ტაძარი” _ ყველასთვის საყვარელი მოძღვარი გარდაიცვალა

12:40; 24.12.2025
საზოგადოება

“მთავრობამ სუპერმარკეტებს და დისტრიბუტორებს „ომი“ გამოუცხადა _ გიორგი კეპულაძე

12:29; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო