თბილისის გეგნეგმასთამ დაკავშირებით კახა კალაძე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
მანამდე კი თბილისის მერი და მერიის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოში „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდებიან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კალაძე ბრიფინგს გამართავს.
27 მარტს გენგეგმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს სასტუმრო “ბილტმორში” გააცნეს. შეხვედრა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა.
გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.
ამავე თემაზე: არჩილ კაიკაციშვილი: “სითი ინსტიტუტი”, პოლიტიკოსებთან ერთად, შანტაჟით ცდილობს, კალაძე აიძულოს მიიღოს გენგეგმა”