რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გრიგორი კარასინი საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
VESTI KAVKAZA-ს ინფორმაციით, კარასინი აცხადებს, რომ საქართველომ რუსი დიპლომატის გაძევება დასავლეთის ზეგავლენის ქვეშ გადაწყვიტა.
„ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ქართულმა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნების, უპირველეს ყოვლისა დიდი ბრიტანეთისა და აშშ–ის მხრიდან ზეწოლის გამო მიიღო“, _ ამბობს კარასინი.
დიპლომატის თქმით, მოსკოვი იმედგაცრუებულია.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება საქართველომ სკრიპალის საქმესთან დაკავშირებული დასავლეთის პროტესტის გამო მიიღო.