სამხრეთ კორეის ყოფილ ლიდერს, პარკ გუინ-ჰეს, 24 წლით პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.
მაუწყებლის ცნობით, პარკ გუინ-ჰე სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრო.
მან ბოიკოტი გამოუცხადა სასამართლო პროცესის სხდომებს, მანამდე კი სასამართლოები მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. ის ასევე ყველა ბრალდებას უარყოფს.