მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.
აღნიშნული შემთხვევა ყვარელში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.