თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე დაგეგმილ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას 1TV ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე ფერადკანიან სტუდენტებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
დღეს კალაძე ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური მატჩის ინიციატივით გამოვიდა.
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის საპასუხოდ ამხანაგური მატჩი 14 აპრილს გაიმართება.

































































