ავარია მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში-ერთმანეთს „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. ისინი 112-ის ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკის მენეჯერმა, გიორგი შათირიშვილის თქმით, დაშავებული პაციენტებიდან ერთი უკვე სახლშია გაწერილია. კლინიკაში რჩება ორი ქალი და ერთი მამაკაცი.
მათ დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვთ მიღებული და მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


































































