ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში Truman-ის საბრძოლო დანაყოფს განათავსებს. აღნიშნულ ინფორმაციას RT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საბრძოლო დანაყოფი 7 გემისგან და 6 500 მეზღვაურისგან შედგება.
მაუწყებლის ინფორმაციით, USS Harry S. Truman ცვლის USS Theodore Roosevelt-ს, რომელმაც 4 თვიანი მისია დაასრულა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კვიპროსი დატოვა აშშ-ს მართვადმა სარაკეტო გამანადგურებელმა Donald Cook-მა და აღმოსავლეთ ხმელთა შუა ზღვაში გადადის.
გავრცელებული ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო მანევრის გახორციელება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ სირიაში მომხდარ ქიმიური თავდასხმის საპირისპირო ზომებს მიიღებდა.
მან განაცხადა, რომ საპასუხო ნაბიჯის განსახილველად მრჩეველებს შეხვდებოდა.
მაუწყებლის ცნობით, რუსი სამხედროები, რომლებიც სირიაში მომხდარს იძიებენ, ამბობენ, რომ ქიმიური თავდასხმის კვალი ვერ აღმოაჩინეს.