პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 9 აპრილის მემორიალთან ავტორიტარული ტონით გაკეთებული განცხადებები არასწორია, – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა..
ქანთარიას თქმით, “საპარლამენტო უმრავლესობას გამოფხიზლება სჭირდება”, რის გამოც დეპუტატის შეფასებით, მას და უმრავლესობის გარკვეულ ნაწილს „მაღვიძარას როლი“ დაეკისრა.
“როდესაც ასეთი დიდი რაოდენობით ვართ, ჩვენ ერთგვარად მაღვიძარას როლიც კი შეიძლება დავიკისროთ და მგონია, რომ ყველა ასეთი საქმის სასიკეთოდ შემობრუნება შეიძლება. გედი ფოფხაძის ერთგვარმა ემოციურმა გადაწყვეტილებამ გარკვეულად გამოაშიშვლა პრობლემები. არ ვიცი რამდენი ადამიანია გასარიცხთა სიაში, ამბობდნენ 4 კაციაო, მერე ხუთნი გავხდით, მე მგონი, მე ვარ გასარიცხთა სიაში.
ფოფხაძემ ის დეპუტატებიც დაასახელა, რომლებიც, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრვლესობიდან გასარიცხთა სიაში მოიაზრებიან. დეპუტატის თქმით, უმრავლესობიდან გასარიცხთა რიგებში არიან ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი.