ავსტრალიაში სერფინგის ტურნირი უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სერფინგის მსოფლიო ლიგის განცხადებით, გადაწყვეტილება ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ღონისძიების ჩატარების ადგილიდან 24 კილომეტრის მოშორებით მომხდარი ზვიგენის თავდასხმის 2 შემთხვევის გამო მიიღეს.
როგორც ცნობილია, 1 თავდასხმის შედეგად დაზარალებული პირი ფეხის მძიმე დაზიანებაზე მკურნალობს, მეორე კი ბარძაყის არეში აქვს ნაკბენი.