დაბა ჩაქვში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მავნებელთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რეგიონს,20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 3 500 ცალი ფერომონი გადმოეცა. გიორგი ხანიშვილის თქმით, მობილიზებულია 6 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა შესაწამლი აგრეგატებით.
აქვე აღინიშნა, რომ მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალი შტაბის მიერ მონიტორინგის მეშვეობით დადგინდება, რის შემდეგაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
სტატია მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ისმხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.