ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე, გუშინ, ენფილდის სტადიონთან, „ლივერპულისა“ და „რომას“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შეტაკების შედეგად 1 ადამიანი მძიმედ დაშავდა და კრიტიკულ მდგომარეობაშია.
თვითმხილველების თქმით, მას ქამარი მოხვდა, რის შემდეგაც მიწაზე დაეცა.
BBC-ის კამერამ ერთ-ერთი გულშემატკივარი ჩაქუჩით ხელში დააფიქსირა.
პოლიციამ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 გულშემატკივარი დააკავა.
გავრცელებული ცნობით, ისინი რომიდან არიან.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა წესრიგის დარღვევისთვის, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისთვის, ნარკოტიკების ფლობისთვის და თავდასხმის მცდელობისთვის 7 ადამიანი დააკავა.
როგორც „ლივერპულის“ გულშემატკივრები აცხადებენ, „რომას“ მხარდამჭერები ქამრები და ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულები.
SUNDAY TIMES-ის კორესპონდენტის თქმით, თავდასხმა მოულოდნელად დაიწყო.
გავრცელებული ცნობით, სტადიონთან დიდი რაოდენობით პოლიცია უსაფრთხოების მიზნით იყო მობილიზებული, რადგამ თვის დასაწყისში „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ მატჩის დაწყებამდე „სიტის“ გუნდის ავტობუსს თავს დაესხნენ.