რატომ დადგა პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის აუცილებლობა და მისი გამოჩენა ხომ არ უკავშირდება პარტია ,,ქართულ ოცნებაში“ არსებულ კრიზისს?“_ ამ კითხვებით ,,გურია ნიუსმა“ მმართველი გუნდის წარმომადგენელს კახაბერ ოქრიაშვილს მიმართა.
როგორც ,,ქართული ოცნების“ წევრი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას გიორგი კვირიკაშვილი პრემიერობის პირველივე დღიდან უჭერდა მხარს. ოქრიაშვილის თქმით, საჭიროა პარტია ,,ქართული ოცნების“ გაძლიერებაზე ისეთმა ავტორიტეტმა იზრუნოს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია.
,,გამაჩნია ინფორმაცია, რომ კვირიკაშვილი პრემიერობის პირველივე დღიდან სვავდა საკითხს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო პარტიაში. საქართველოში არიან განუვითარებელი პარტიული სტრუქტურები, არ არიან ინსტიტუციონალურად ჩამოყალიბებული პარტიები, აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ისეთმა ავტორიტეტმა, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, ხელში აიღოს პარტიის მართვა და ჩამოაყალიბოს ძლიერ ინსტიტუტის მქონე პარტია. ის არა მარტო ,,ქართულ ოცნებას“ ჩამოაყალიბებს, არამედ სხვა პარტიებსაც გააძლიერებს“, _ განაცხადა ოქრიაშვილმა.