დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში ბიზნესმენი ზვიად ცეცხლაძის სახელობის ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი დაიწყო.
აღნიშნულ ტურნირში ბახვის, ნატანების, ბათუმის, თბილისის ჭაბუკ ფეხბურთელთა (2005-2006 წლებში დაბადებული) გუნდები მონაწილეობენ.
1 ტურში ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის 35-ე სკოლისა და და ბახვის (2-1), თბილისის 35-ე სკოლის (მეორე) და ბახვის (მეორე)(1-4), ბათუმისა და თბილისის 35-ე სკოლის (2-2) ჭაბუკთა გუნდები.
საფინალო შეხვედრა კვირას, 29 აპრილს გაიმართება.
ზვიად ცეცხლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ტრადიციად იქცა და უკვე 8 წელია ტარდება.