ოზურგეთის მუნციპალიტეტში ქურდობა მოხდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრებ იური მშვიდობაძეს, დილით 7 საათზე საკუთარი ოპელის მარკის ავტომანქანა, ავტოფარეხში არ დახვდა, წაღებული იყო, ასევე, წყლისსაქაჩი ძრავი და ტელევიზორი.
როგორც ოჯახის ახლობლები „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, ქურდებმა ავტომქანა ისე გაიყვანეს ავტოფარეხიდან, არავის გაუგია, თუმცა, გასაღები შიგნით იყო. ფაქტტან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.
შსს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებთ, სსკ 177 მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც, ქურდობას გულისხმობს. მათივე თქმით ამ ეტაპზე ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები .