დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭო სხდომას გამართავს. პოლიტსაბჭოს წევრები პარტიის ცენტრალურ ოფისში შეიკრიბებიან.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა განახლდება, თუმცა პროცესზე კონკრეტულად არ საუბრობენ.
კიდევ რა ცვლილებები იქნება მმართველ პარტიაში, ეს შესაძლოა დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდეს ცნობილი.
11 მაისს კი, ქართული ოცნება” რიგით მეხუთე ყრილობას გამართავს, სადაც პარტია ახალ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს აირჩევს.