პარლამენტის თავმჯოდმარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლენარულ სხდომებზე დეპუტატების დასწრება-დაგვიანების საკითხი დადებითისკენ არ შეცვლილა. მისი თქმით, დასაჩქარებელია იმ კანონ-პროექტის განხილვა, რომელიც დეპუტატების დისციპლინას შედარებით მკაცრად დაარეგულირებს.
,,სამწუხაროდ, დასწრებასთან და დაგვიანებასთან დაკავშირებით, ვითარება დადებითისკენ დიდად არ შეცვლილა. შესაბამისად, ვფიქრობ, აუცილებელია მომავალი სესიიდან მსვლელობა მივცეთ იმ კანონპროექტს, ინიცირებულია და რომელიც მიზნად ისახავს ამ პრობლემის მოგვარებას საქართველოს პარლამენტში“, _ განაცხადა კობახიძემ პლენარული სესიის დაწყებისას.
დღეს, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო, დაახლოებით, ერთი საათით დაგვიანებით დაიწყო.