2012 წელს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საპატიო მისია ჩემს ხალხთან ერთად შევასულე _ განაცხადა ბიძინა ივანიშვიმმა ყრილობაზე და განმარტა რომ, ამაში მოძალადე ხელისუფების ჩამოშორებას გულისხმობს.
მისივე თქმით, მისთვის რთული გადაწყვეტილება _ პოლიტიკაში დაბრუნება არც ხელისუფლების არც ოცნების და არც მის საკეთილდღეოდ მიუღია და ეს ხალხისთვის გააკეთა.
_ ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევის წინაშე. პირველი მიზეზია ობიექტურად არასახარბიელოდ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომეროაბა და ამის გაშუქება, მეორე მიზეზი ოპონენტების მხროდან დესტრუქციული მუხტი და მესამე ხელისუფელბაში არსებული შიდა, მართალია, სუსტი, მაგრამ არსებული გაუგებრობები, რაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, _ განაცხადა ივანიშვილმა.