“რუსთავის 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს აკრიტიკებენ 13 ივნისს ახსენებს.
,,აქ ხომ იყვნენ კარგები და ჩვენი საამაყო მომავალი, ამათ მხრებზე რომ გადაიარა მთელმა 13-მა ივნისმა და მისი შედეგების აღმოფხვრამ?! ახლა გახდნენ ნარკომანები და ბარიგები?!! ახლა გახდნენ დასარბევი ნაბიჭვრები?! ახლა აღარ მოგწონთ ამათი სვირინგები, საყურეები, მოკლე კაბები და ფერადი შარვლები?!
მართლა ფურთხის ღირსი ხართ ყველა, ვინც ამათი გაშავებით ხართ ახლა დაკავებული, სახელმწიფოიან მოქალაქეებიანა”, – დაწერა გვარამიამ ფეისბუქში.