პარლამენტთან ამ წუთებში “თეთრი ხმაურის” აქცია მიმდინარეობს, თაბუკაშვილის ქუჩაზე კი საზოგადოების ნაწილია შეკრებილი, რომლებიც პარლამენტთან მისვლას და კონტრაქციის გამართვას აპირებენ.
მათი გაღიზიანება გუშინ ღამით, 9 აპრილის მემორიალზე ცეკვამ გამოიწვია.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი ცოცხალი ჯაჭვით და სავარაუდოდ, კონტრაქციის ჩატარების მსურველებს პარლამენტის შენობის წინ გადანაცვლების საშუალებას არ მისცემენ.
მხარეებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით.