“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი, ბექა წიქარიშვილი გუშინ, აქციის მონაწილეების მიერ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის გამო საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მომხდარი შეურაცხყოფად მიიღო ბოდიშს უხდის.
“ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ეროვნულ გმირებს. ვიცით, რომ ისინი ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და დღეს რომ აქ ვდგავართ, მათი დამსახურებაა. ჩვენ ქედს ვიხრით მათი ღვაწლის წინაშე. ვინც შეურაცხოფად მიიღო ცეკვა, შევახსენებთ, რომ 9 აპრილს დაღუპულებიც ცეკვავდნენ და მღეროდნენ, როცა ისინი დაარბიეს. ისინი რომ ჩვენს გვერდით ყოფილიყვნენ, ასევე მოიქცეოდნენ”,_ განაცხადა წიქარიშვილმა.
“თეთრი ხმაურის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ცხრა აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
“