ხელისუფლება ჩვენ არ გვისმენს, სამაგიეროდ, უსმენს ნარკომანიის მომხრეებს, _ ეს განცხადება „გაერთიანებული ოპოზიცია ეროვნული საბჭო, მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, პარლამენტთან დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა.
“გუშინ აქ ადამიანები შეიკრიბნენ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, რომლებიც საზოგადოებას იწვევდნენ. მათ უკან მდგარმა ადამიანებმა უამრავი ახალგაზრდა დაღუპა. ხელისუფლებამ უნდა დაიხუროს კლუბები “ბასიანი” და “გალერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი დახურავს მას.