აქციაზე შეკრებილებს გურამ ფალავანდიშვილმა მიმართა. მისი თქმით, ნარკოტიკების ლეგალიზაცია უდიდესი დანაშაული და ბოროტებაა.
“საქართველოში დღეს ნარკოეპიდემია მძვინვარებს, რაც ერის გენოციდს იწვევს. იღუპება უამრავი ახალგაზრდა და ინგრევა ოჯახები.
ეს ადამიანები კი გამოდიან და ნარკომანიის დაკანონებას ითხოვენ. ხელისუფლება კი მათ უსმენს. ეს უდიდესი დანაშაული და ბოროტებაა ერის წინაშე”, _ განაცხადა ფალავანდიშვილმა.