“თეთრი ხმაურის” აქციაზე 9 აპრილის მემორიალზე ანა სუბელიანის ცეკვის საპირისპიროდ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სუბელიანი ინოლა გურგულიას სიმღერას ასრულებს, _ ფაქტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სახალხო დამცველი ეხმაურება.
ლომჯარიას თქმით, მემორიალის შეურაცხყოფა არა ცეკვა, არამედ “ღიად ფაშისტური განცხადებებია”.
“მშვენიერი შესრულება გოგოსგან, რომელმაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა… 9 აპრილი, დღე, როცა ახალგაზრდები იმისთვის დახოცეს, რომ არ უნდოდათ, ვინმეს ეკარნახა როდის, როგორ ან რანაირად უნდა ეცხოვრათ და თუნდაც, ეცეკვათ და ემღერათ… ამ მემორიალის შეურაცხყოფა კი ის ღიად ფაშისტური განცხადებებია, რომლებიც თითქოსდა მისი დაცვის მიზნით კეთდება”, _ წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.