13 წლის ჩოხატაურელი გოგონა, რომელსაც პოლიცია დილიდან ეძებდა, გამოჩნდა. როგორც გვითხრეს, ის სახლში თავისით დაბრუნდა.
_ ჯანმრთელი და უვნებელია. მთელი დღის ძებნის შემდეგ გამოჩნდა. დეტალები არ ვიცით და წასვლის მიზეზზე არაფერი უთქვამს. მთავარი ისაა, რომ გამოჩნდა, _ გვითხრეს მისმა პედაგოგებმა.
შეგახსენებთ, რომ 13 წლის გოგონამ სახლიდან გაუჩინარების წინ დეიდას წერილი დაუტოვა რომელშიც ეწერა: “მიყვარხარ, ნახვამდის!”
წერილი დეიდამ დილით, გოგონას საძინებელში იპოვა და მას შემდეგ ძებნა დაიწყეს.