ლალი პატარაია, ლანჩხუთი:

_ ისევ დამოუკიდებლობის აღდგენა. მეტს ვერაფერს ვიხსენებ.
ამირან ჩაგუნავა, ლანჩხუთი:

_ საბჭოთა კავშირის დაშლა და დამოუკიდებლობის აღდგენა.
ილარიონ წულაძე, ლანჩხუთი:

_ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება. უფრო წარმატებულს ვერაფერს ვიხსენებ.
დარეჯან თოლორდავა, ჩოხატაური:

_ ყველაზე დიდი წარმატებაა იმ გმირების დაფასება, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ.
მედიკო ცინცაძე, ჩოხატაური:

_ მშვიდობაა. დღევანდელი გადმოსახედიდან ვამბობ.
მარინა რამიშვილი, ჩოხატაური:

_ დიდი წარმატება ის არის, რომ თავისუფალი სიტყვის გამოთქმა შეგვიძლია.
მამუკა ლეჟავა, ოზურგეთი:

_ კომუნისტების პერიოდი იყო ყველაზე კარგი.
დათო შარაძე, ოზურგეთი:

_ თავისუფლება ეკუთვნის ჩვენს ერს. ეს იყო ყველაზე დიდი მიღწევა.
ილიდა ასანიძე, ოზურგეთი:

_ კომუნისტების დროს სჯობდა რაიმე?
ნინო ლასხიშვილი, ოზურგეთი:

_ ყველაზე დიდი მიღწევაა თვით დამოუკიდებლობის დღე.
ნინო ქავჟარაძე, ოზურგეთი:

_ სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეა ყველაზე დიდი მიღწევა.
ირაკლი ტუღუში, ოზურგეთი:

_ წინსვლას, ასე თუ ისე, ვგრძნობთ და ესაა მიღწევაა.
გოჩა ჯიჯიეშვილი, ოზურგეთი:

_ დამოუკიდებლობა კარგია, მაგრამ მარტო ეს არ კმარა.
ომისხან ურუშაძე, ოზურგეთი:

_ თავისუფლება კარგია, მარა, მშიერი რომ არის ხალხი?!
ჯემალ კეჭაყმაძე. ოზურგეთი:

_ კულტურა და ხელოვნება ავიდა მაღალ დონეზე.
ლელა კილაძე, ოზურგეთი:

_ დამოუკიდებლობაზე დიდი მიღწევა რა უნდა იყოს?!
ელენე კალანდაძე, ოზურგეთი:

_ დამოუკიდებლობა რომ მოვიპოვეთ, ეს არის ასწლიანი დროის უდიდესი მონაპოვარი.
ჯულიანა ქურდიანი, ოზურგეთი:

_ ხალხი ზეიმობს. ესე იგი, დამოუკიდებლობაა უდიდესი მიღწევა.































































