ეს ფოტო, დაბა ჩოხატაურის ცენტრში, #1 საბავშვო ბაღის შენობასთან რამდენიმე წუთის წინაა გადაღებული.
ფოტოზე აღბეჭდილი პოლიციელები, რომელთა შორის ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით წულაძეცაა, 10 დღეზე მეტი ხნის წინ ამოთხრილ ორმოს ლენტს ავლებენ:
_ საშიშია, განსაკუთრებით ღამით. შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ჩავარდეს. არც ავტომანქანებისთვისაა უსაფრთხო. ამიტომ, ლენტი შემოვავლეთ, _ გვითხრეს პოლიციელებმა.