ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 30 მაისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მათ დააკავებენ. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
“30 მაისის ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღესასწაულის დროს, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მოხდება მათი დაკავება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, _ ნათქვამია განცხადებაში.