თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას და ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ შოთაძის გადადგომა არაფერს ცვლის.
აუცილებელია დაიშალოს მთელი პროკურატურა, სასამართლო სისტემიდან დაითხოვონ ყველა ძველი მოსამართლე და გადადგეს მთელი იუსტიციის საბჭო.
„ამ სისტემაში სხვანაირად არ იქნება. მინისტრმა დანიშნა თავის ახლო ნათესავი გენერალური ინსპექციის უფროსად, იმის შვილმა მოკლა ბავშვი და ყველა ხელს აფარებს, იმიტომ რომ იმას აქვს ისეთი დავალება შესრულებული ივანიშვილისთვის, რომ იმას ხელს ვერავინ აკარებს. რა შუაშია აქ შოთაძე, ფარცხალაძე, კბილაშვილი და სხვა არარაობები,რომლებიც არიან ამ სისტემაში?- ამათ ხელთათმანებივით იცვლის მაფიოზი.
“რა თქმა უნდა სწორია შოთაძის გადადგომა, მაგრამ შოთაძე ვინ არის? ზუსტად ასე გადააყენეს ფარცხალაძე მისცა ივანიშვილმა ფული და გადასარევად არის მოწყობილი,ზუსტად ასევე მისცემენ შოთაძესაც პენსიაზე ფულს და ივლის გარშემო. რა შოთაძის გადაყენება, ყველა ძველი მოსამართლე არის გასაყრელი, ეს პროკურატურა არის დასაშლელი, იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი უნდა გადადგეს, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში, ეგრევე უნდა მოვითხოვოთ საპარლამენტო არჩევნები“, -განაცხადა სააკაშვილმა.
წყარო rustavi2.ge