ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს რუსთაველზე. პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას მოკლული დავით სარალიძის მამამ მიმართა. ზაზა სარალიძემ აქციის მონაწილეებს დაღუპული შვილების პატივსაცემად წუთიერი დუმილი სთხოვა. მან გიორგი მარგველაშვილს აქციაზე მისვლისა და მათ გვერდით დგომისკენ მოუწოდა.
ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მისი შვილის მკვლელებს არ სჯის.
„სისტემამ ომი გამოგვიცხადა ხალხო, ჩვენ დავანგრევთ სისტემას. პირდაპირ მივმართავ, ვინც ამის უკან დგას, კვირიკაშვილის მთავრობას, ძირს კვირიკაშვილის მთავრობა, იმიტომ, რომ ისინი მფარველობენ სისტემას. გადადგეს ყველა, ვინც ამ სისტემას მფარველობს… გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა,“ – განაცხადა სარალიძემ.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 22:00 საათამდე ულტიმატუმი წაუყენა და ხორავას ქუჩის საქმეზე პასუხისმგებელი პირების დასჯა სთხოვა და კიდევ ოთხი პირის გადაყენება მოსთხოვა.