დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ქვეყანაში შექმნილ არეულობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და უმეტესად, პარლამენტს ანიჭებს. მისი თქმით, პარლამენტი გავლენას ვერ ახდენს აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობაზე და სწორედ ამიტომ, გოცირიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციური უფლებების აღსრულება ვერ შეძლო.
,,შექმნილ ვითარებაში დამნაშავე არის არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება და მისი სხვადასხვა შემადგენელი ნაწილი, თუნდაც იგივე პროკურატურა, არამედ პარლამენტი, ვინაიდან ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში პარლამენტმა ვერ შეძლო თავისი კონსტიტუციური უფლებების შესრულება. პარლამენტი რეალუარად ვერ ახდენდა გავლენას აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობაზე და საზედამხედველო ფუნქცია, რაც არის განსაზღვრული კონტიტუციით, ფაქტობრივად, პარლამენტში იყო ჩაშლილი, ამის დამადასტურებელი არის ის, რომ ვერც ერთხელ დავიბარეთ მინისტრი აქ, ვერ პროკურორი და ვერც რომელიმე მინისტრი. არც ერთხელ არ ყოფილა საკითხი დასმული პარლამენტში იმის თაობაზე, რომ ეს ხალხი, ფაქტობრივად, არღვევდა კანონს და კონსტიტუციას და იგნორირებას ახდენდა პარლემნეტის ნების“,_განაცხადა გოცირიძემ.