ბევრ დიასახლისს ჰგონია, რომ მაცივარი იდეალური ადგილია ყველა პროდუქტის შესანახად. რისი შენახვა არ ღირს მაცივარში?
პური. მას იქ ბევრი ინახავს. ფიქრობენ, რომ დიდხანს არ დაძველდება. მართალია, პურს ობი არ მოედება, მაგრამ სირბილესა და სიახლეს დაკარგავს, კარგი საპურე – აი, სად უნდა ინახებოდეს პური.
კარტოფილი. მაცივარში შენახვის შემდეგ ტკბილ გემოს იღებს და ზოგჯერ ფერსაც კი იცვლის. ასეთი კარტოფილისგან მომზადებული კერძი მდიდარია ტოქსიკური ნივთიერებებით. 7-10 გრადუსი-ეს არის იდეალური ტემპერატურა კარტოფილისთვის.
ხახვი და ნიორი. გაციებასთან ბრძოლაში ჩვენ დამხმარეებს სიცივე არ უყვართ, რბილდებიან. მათთვის ზომიერია გრილი ადგილი, რომელიც კარგად ნიავდება.
პომიდორი. დაბალი ტემპერატურა ამ ბოსტნეულის სტრუქტურას ცვლის და, რაც მთავარია, განუმეორებელ არომატს კარგავს. პომიდორი ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. ეს საკმარისია.
ვაშლი. არომატი, წვენიანობა იკარგება. მისი ადგილია ლარნაკში მაგიდაზე, სხვა ხილის, კენკრისა და ბოსტნეულისგან განცალკევებულად.
თაფლი. ის ნატურალური კონსერვანტია და სიახლის შესანარჩუნებლად დაბალ ტემპერატურას არ საჭიროებს. პირიქით, სიცივეში იწყებს დაკრისტალებას. ოთახის ტემპერატურა მისთვის ოპტიმალურია.