ფრაქცია ,,ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარე კახაბერ ოქრიაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ზაზა სარალიძისა და ყველა იმ ადამიანის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას კითხვები აწუხებს, ობიექტურად უნდა იყოს გამოძიებული. ამასთან, როგორც ოქრიაშვილი გვეუბნება, ხალხისა და გარკვეული პოლიტიკური პარტიების ინტერესები უახლოეს მომავალში გაიმიჯნება და ყველა პროცესს საკუთარი სახელი დაერქმევა.
,,ბატონი ზაზა არის თუ არა რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ, არ არის საინტერესო. იმ ადამიანების საქმეები, რომლებიც თვლიან, რომ დაჩაგრულები არიან და მართლმსაჯულების მიმართ აქვთ უსამართლობის განცდა, კარგად უნდა იქნას გამოძიებული. ვფიქრობ, რომ პარტიული ინტერესები უნდა გავმიჯნოთ იმ პროცესებისგან, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ვითარდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმუმ ორ დღეში, ამ ხალხის და პოლიტიკური პარტიების ინტერესები ერთმანეთისგან გაიმიჯნება. მჯერა, ბატონი ზაზა სამართალს იპოვის, რადგან მთელი მთავრობა და უმრავლესოვაბა ფეხზე გდას. ის პარტიები კი, რომლებიც პროცესებს საკუთარი პარტიული ინტრესების გასატარებლად იყენებენ, მალე გამოაშკარავდებიან და დაანახებენ საზოგადოებას თავიანთ რეალურ სახეს. ჩვენი ქვეყნის დესატაბილიზაციას ვერავინ შეძლებს“, _ გვითხრა ოქრიაშვილმა.