საქართველოს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია.
საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვებია გაშლილი, რომელშიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრუწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებიან.
ზაზა სარალიძის თქმით, კარავში დარჩება მანამ, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.
სარალიძე, ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დილით, პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული ზვიადკუპრავა და კიდევ სამი პირი.