ბიუროს სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აქციის მონაწილეებზე ზეწოლას ახორციელებს. რატიანმა აღნიშნულის დასადასტურებლად დეპუტატებს დღეს, სასამართლოში მომხდარი ინციდენტიც შეახსენა.
,,დღეს, დილიდან ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირებას, რაც გამოიხატა, კარვების გადატანით. ეს კარვები არასავალ ნაწილზე იყო და სრულიად დაუშვებელი იყო ამ კარვების მოშორება. ეს იყო ძალის დემონსტრირება და ზეწოლა დემონსტრანტებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც გამოთქვამენ პროტესტს. ამის შემდეგ თქვენ ნახეთ სასამართლოში კადრები და სრულად შემაძრწუნებელი იყო ის, რაც ხდებოდა სასამართლოში. ეს ყველაფერი არის ის სტრატეგია, რომელიც დღეს აირჩია ხელისუფლებამ“,_ განაცხადა რატიანმა.