ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. როგორც კილაძემ განაცხადა, ის პირები, რომლებსაც ცოტა მხარდამჭერები ჰყავთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.
,,სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და კიდევ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავთ საზოგადოებაში, ცდილობენ, რომ ადამიანების ტრაგედია გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. რაც, ვფიქრობ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის მისაღები“, _ განაცხადა კილაძემ.